ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც "ვაგნერის" დაჯგუფების ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ რუსეთის კოლონიებში პატიმრების რეკრუტირება, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, შეაჩერა .
""ვაგნერში" პატიმართა რეკრუტირება მთლიანად შეჩერებულია. ვინც ახლა ჩვენთან მუშაობს, მათ მიმართ ყველა ვალდებულება სრულდება."- განაცხადა პრიგოჟინმა.
Mediazona [რუსეთში გამოცხადებულია, როგორც "უცხოური აგენტი"] იტყობინება, რომ გასული წლის ბოლოდან "ვაგნერის" რეკრუტერებმა რუსეთის კოლონიებში შესვლა ისევ დაიწყეს, მაგრამ პრიგოჟინი ვერტმფრენით იქ აღარ დაფრინავს და რეკრუტირება ხდება ნაკლებად "საზეიმო" ატმოსფეროში.
გამოცემის ინფორმაციით, ბაშკირში ახალი გაწვევით, ომში წასვლის მსურველ პატიმართა რაოდენობა დაახლოებით სამჯერ შემცირდა.